დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლება ახალ საბრძოლო შემადგენლობას ქმნის, რომელიც იმოქმედებს პრინციპით „არცერთი ნაბიჯი უკან“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლება ახალ საბრძოლო შემადგენლობას ქმნის, რომელიც იმოქმედებს პრინციპით „არცერთი ნაბიჯი უკან“

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“  ერთ-ერთი ლიდერის,  დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ხელისუფლება ახალ საბრძოლო შემადგენლობას ქმნის, რომელიც იმოქმედებს პრინციპით „არცერთი ნაბიჯი უკან“.

როგორც ლორთქიფანიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, კრიტერიუმები, რომლითაც ეს საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს, იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის ავტორიტატარული რეჟიმი იცვლება მერაბისეული დიქტატორით.

„სხვა ვერაფით ვერ ავხსნით იმას, რომ ის მინისტრები, რომლებიც დღეს გადაყვანილი არიან თავდაცვის მინისტრად, შს მინისტრად და ასევე ის ფაქტი, რომ სიკვდილის ექსპორტის მინისტრი კვლავ უცვლელად რჩება თავის პოსტზე, მიუთითებს იმაზე, რომ ყველა რესურსი გამოყენებული იქნება წინასაარჩევნოდ იმისკენ, რომ ხმები მობილიზებული იქნას დაშინების, დათმობის და შანტაჟის მეთოდებით. სწორედ ახალაიასა და შაშკინის ამ პოზიციებზე დანიშვნა ამის დადასტურებაა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ამით პოსტ არჩევნების პერიოდი ეფექტურად იქნება მათი სასურველი შედეგით გამყარებული.