ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დღეს, მერიასთან აქციას გამართავს . აქციის მონაწილეები თბილისის მერს, გიგი უგულავას, მთავრობის №12.08.608 დადგენილების შესრულებისკენ მოუწოდებს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა გეგეჭკორი ამბობს, პროტესტის ამ ფორმით ისინი კორპორატიული ბინათმშენებლობების დასრულებას მოითხოვენ.
მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მერიასთან თბილისის მერიასთან 12 საათზე დაიწყება.