მცხეთაში, ბაგინეთის მთაზე, არქეოლოგებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას მიაგნეს. ძველი აკროპოლისის ტერიტორიაზე, აღმოჩენილი ნივთები, უძველესი ანტიკური ქალაქის არსებობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. გათხრების შედეგად ნაპოვნია ზოგადი დანიშნულების ქვის დასამუშავებელი რკინის ოცდაათზე მეტი ინსტრუმენტი, რომლებიც მესამე საუკუნით თარიღდება.
ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ეროვნული მუზეუმის დახმარებით ტარდება. სამუშაოები მიმდინარე თვის ათ რიცხვამდე გაგრძელდება.