პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ და ოპოზიციონერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იკამათეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტი სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტს დაჩქარებული წესით ამტკიცებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებთ, პარლამენტს 4 დღიანი ვადა აქვს განსახილველად და დაჩაქარებულად არ უნდა მოხდეს ახალი სამთავრობო პროგრამის განხილვა.
ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს აუხსნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა არაუმეტეს ოთხი დღისა უნდა განიხილოს სამთავრობო პროგრამა, მინიმალური ვადა კი განსაზღვრული არ არის.
მას შემდეგ რაც ლორთქიფანიძემ და ბაქარაძემ იკამათეს, ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაჩქარებული წესით იმიტომ იხილავენ პროგრამას, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა.
მთავრობის ახალი შემადგენლობისა და ახალი სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხს პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაადგინდა ასევე პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების ყველა ფრაქციებთან და კომიტეტებში შეხვედრის გრაფიკი. კერძოდ, სამთავრობო პროგრამის გაცნობასა და მინისტრებთან შეხვედრებს დეპუტატები 14:00 საათზე დაიწყებენ და ნახევარი საათის ინტერვალით, ბოლო შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე 19:00 საათისთვის დაინიშნა ბიუროს შემაჯამებელი სხდომა.
როგორც მთავრობის საპარლამემნტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, ეს გრაფიკი არ ნიშნავს, რომ შეხვედრები მხოლოდ ნახევარსაათიანი იქნება. მისი თქმით, მინისტრების კანდიდატები კომიტეტებსა და ფრაქციებში როტაციის წესით იმოძრავებენ.