საქართველოს ახალი მთავრობის შემადგენლობა უკვე ცნობილია. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაასახელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენლია ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის პოსტზე - ხატია დეკანოიძე.
თანამდებობას ტოვებს კობა სუბელიანი, რომელსაც დალი ხომერიკი შეცვლის.