„უფრო მეტი სარგებელი ხალხს“ მთავრობის ახალი სამთავრობო პროგრამა

„უფრო მეტი სარგებელი ხალხს“ მთავრობის ახალი სამთავრობო პროგრამა

„უფრო მეტი სარგებელი ხალხს“ - ასე ჰქვია მთავრობის ახალ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ამ წუთებში პარლამენტში შეიტანა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით,  სამთავრობო გეგმა შვიდ გვერდიანია და მასში ძირითადად, ის სამი პრიორიტეტია ასახული, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ესაა: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და დასაქმება.

„ეს პროგრამა ამბიციური გეგმაა,  მაგრამ მთავრობის მიერ განხორციელებადი და რეალისტურია“, -  განაცხადა ხუროშვილმა.

მისივე თქმით,  პრემეირ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს დარგობრივ კომიტეტში შეხვედრებს გამართავს და ფრაქციების შეკითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ,  დღესვე პარლამენტში შევა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ირაკლი გორდულაძე წარმოადგენს.

11:30 წუთზე კი პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება.