Sunday Times: სირიის სამხედრო ძალებს თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსი სამხედროები დაეხმარნენ

Sunday Times: სირიის სამხედრო ძალებს თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსი სამხედროები დაეხმარნენ

გამოცემა ახლო აღმოსავლეთის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის ეს მანევრი ნატო-ს მიმართ იყო გაფრთხილება, რათა ის სირიაში მიმდინარე მოვლენებში არ ჩარეულიყო.

„ RF-4E-ის განადგურების კვალს რუსებისკენ მივყევართ, სირია ლიბია არ არის და სირიის ცაში ნებისმიერი სამხედრო მანევრი,   სირიის საჰაეო თავდასხმების საწინააღმდეგო რაკეტებისგან მწვავე რეაქციას შეეჯახება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს ძვირად დაუჯდება. ჩვენ არ გაგვიკვირდება, თუ რუსმა სამხედროებმა განადგურების ღილაკს ხელი თვითონ არ დააჭირეს, ყოველშემთხვევაში ისინი სირიელი ოფიცრების გვერდით იდგნენ“,-მოჰყავს გამოცემას ერთ-ერთი დიპლომატის განცხადება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით კი, რუსული მხარე ზუსტ ინფორმაციას ფლობს მომხდართან დაკაშირებით და ის ამ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენს.