თბილისს დღეს აშშ–ის კონგრესის 6-კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კონგრესმენი ბილ შუსტერი უხელმძღვანელებს.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, კონგრესმენები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძეს შეხვდებიან. შეხვედრაზე ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.
დელეგაცია ასევე, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, დაათვალიერებს კერძო სამედიცინო კლინიკას და ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცების ერთობლივ წვრთნას დაესწრება, რომელსაც ისინი ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის მოსამზადებლად გადიან.
ცნობისთვის, კონგრესმენი შუსტერი 2001 წლიდან აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის წევრია. ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია. მის მოვალეობებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ნაწილობრივ, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დაფინანსებისა და ფინანსების მონიტორინგის საკითხები შედის.
დელეგაციის სხვა წევრები კონგრესმენი ჯეისონ ალტმაიერი ბრეტ გუტრი, ჯეფ დენჰემი, ბლეიკ ფერენტჰოლდი და ადამ კინზინგერი არიან.
დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 4 ივლისამდე გაგრძელდება.