გორში  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია  მერეთის ინციდენტის გამო, აქციას მართავს

გორში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მერეთის ინციდენტის გამო, აქციას მართავს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს შენობასთან დროშებითა და ტრანსფარანტებით  აქციას მართავენ.

ტრანსფარანტებზე გამოსახული არიან ის პირები, ვინც, მათი განცხადებით, ორი დღის წინ სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, ფოტოებს  კი,  „ზონდერი“აწერია.

ახალგაზრდების კატეგორიულად მოითხოვენ ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებებისგან იმ „ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლების დასჯას, ვინც აღნიშნულ დარბევაში მონაწილეობდა“. კოალიციის გორის ორგანიზაციის წევრის ლექსო ვალიაურის განცხადებით, პირები, რომლებიც მათი მხარდამჭერების დარბევაში მონაწილეობდნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის გორის სამმართველოს თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სპორტსმენები არიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარება და ამ ადამიანების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და დასჯა, აქციები გაგრძელდება და მათი თქმით, ქუჩებში ამ ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლების ფოტოები გამოიკვრება.