წიკლაური ბიძინა ივანიშვილის სურათით დადის

წიკლაური ბიძინა ივანიშვილის სურათით დადის

უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს აიპადის დესკტოპზე ბიძინა ივანიშვილის სურათი აქვს დაყენებული.

წიკლაური დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკუთარი „აიპადით“ მივიდა და საკმაოდ ბევრი იხალისა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ხან სპიკერატში მჯდომ პავლე კუბლაშვილს და ხან ჟურნალისტებს საკუთარ აიპოდს აჩვენებდა, რომლის მთელ ეკრანზეც ბიძინა ივანიშვილის სურათი იყო გამოსახული.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა წიკლაურის გადაღება გადაწყვიტეს, მან  დესკტოპიდან ივანიშვილის სურათი სასწრაფოდ გააქრო.

წიკლაური „ოხუნჯობდა“, რომ პავლე კუბლაშვილის სიტყვით გამოსვლისას  ივანიშვილის სურათს დაანახებდა, თუმცა, დაპირება ვერ შეასრულა.