ე.წ. მასთ ქერის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო

ე.წ. მასთ ქერის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო

ე.წ. მასთ ქერის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით 81 ხმით ერთხად მიიღო.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, წინასაარჩევნოდ საკაბელო არხები ვალდებული არიან საერთო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ.  

პროექტის თანახმად, ე.წ.  „მასტ ქერის“ პრინციპი არჩევნებამდე 60 დღით ადრე ამოქმედდება და არჩევნების წინა დღეს შეწყდება.

სხვა მაუწყებლებთან ერთად ასევე იგეგმება ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის ტრანზიტი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტელეკომპანია მხოლოდ თბილისზე მაუწყებლობს.

ხვალ კანონპროექტს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს.