ცხოველი, რომელიც რვა წლის განმავლობაში პოპ-მეფესთან ერთად ცხოვრობდა, ავთვისებიანი სიმსივნით სიცოცხლის მეცამეტე წელს, პატრონის გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე დაიღუპა.
მაიკლ ჯექსონის ორი ვეფხვიდან, ერთ-ერთი, ტრილერი გარდაიცვალა.
ბენგალის ვეფხვი ტრილერი, 2006 წლიდან კალიფორნიის ტყის ფონდ „შამბალაში“ ცხოვრობდა, რადგან მაიკლს რანჩოდან წასვლა მოუწია. ვეფხვი 11 ივნისს გარდაიცვალა, თუმცა, ეს ფაქტი ცნობილი, მხოლოდ დღეს გახდა.
ტრილერი სიცოცხლის ბოლო წლებში მწვავე ტკივილებს უჩიოდა, სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც. ცხოველის გვამს კრემაცია გაუკეთეს და ცხოველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ტრილერი და მისი ძმა საბი, 1998 წლის 20 ნოემბერს დაიბადნენ და მაიკლ ჯექსონთან 2006 წლის მაისამდე ცხოვრობდნენ.