პუტინი : რუსეთის არმიის ამოცანას წარმოადგენს ოპერატიულად და ადექვატურად გასცენ პასუხი ნებისმიერ მუქარას

პუტინი : რუსეთის არმიის ამოცანას წარმოადგენს ოპერატიულად და ადექვატურად გასცენ პასუხი ნებისმიერ მუქარას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ მას „ძალის ენის“ გამოყენებით ელაპარაკონ,  შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას კი გავაგრძელებთ.

„რუსეთს არავისთვის მიუცია უფლება და არც მისცემს, რომ მას „ძალის ენის“გამოყენებით ესაუბრონ. მთელი სამხედრო ორგანიზაციის ამოცანას წარმოადგენს ოპერატიულად და ადექვატურად გასცენ პასუხი ნებისმიერ მუქარას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები. არმიის გაძლიერება საერთო ნაციონალური უსაფრთხოების პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ კი ყველაზე თანამედროვე ტენდენციებსა და სამხედრო მშენებლობაზე გავაკეთებთ ორიენტაციას და გავაგრძელებთ სამხედრო ძალების მოდერნიზაციას“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს კრემლში გამართულ სამხედრო უმაღლესი სასწავლებელების კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე.