ნაციონალები აჭარის მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ

ნაციონალები აჭარის მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ

 

ქედის რაიონში  ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი იაშა შერვაშიძე იქნება. იგი ამჟამადაც ქედის მაჟორიტარი დეპუტატია და მას ნაციონალური მოძრაობა კვლავ ამ რაიონის მაჟორიტარად დაასახელებს.

from.ge-ს ინფორმაციით,  აჭარაში წარსადგენ დეპუტატებთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მიიღო.

კერძოდ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება  ქობულეთის ამჟამინდელი გამგებელი გელა ცხომელიძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - რობერტ ჩხაიძე, ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი  -  ანზორ  ბოლქვაძე,  ხოლო ხელვაჩაურში -   ასლან თავდგირიძე. ჯერჯერობით, უცნობია შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა.