ცოტა ხნის წინ, „ბიზნეს სტილმა“ ბილ გეიტსის პორშეს გაყიდვა დააანონსა. ახლა კი, რეტროავტომობილის თაყვანისმცემლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაკოს სამეფო ოჯახის კუთვნილ ავტომანქანების,- Bentley¸ Dodge-სა და Mercedes-ის საჭეს მიუსხდნენ.
მონაკოსს პრინცმა ალბერტ მეორემ აუქციონზე გამოიტანა ავტომანქანები მამამისის, კნიაზ რენე მესამეს, ლუქს კოლექციიდან. 1956 წლის, ბენტლის მარკის ექსკლუზიური ავტომობილი - Bentley S1, Panhard X19- 1924 წლისა და 1982 წლის პორშე 928 S coupé.
Artcurial Motorcar -ის აუქციონზე, რომელიც 26 ივლისს, მონაკოში, პრინც ალბერტის ავტომობილების მუზეუმში ჩტარდება, გამოტანილი იქნება 40 ავტომობილი. სპორტულ და კლასიკურ ავტომანქანებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სამხედრო მანქანებიც - 1942 Dodge 4×4 Command Car, რომლის საწყისი ღირებულება 30-40 ათასი ევროს შეადგენს.
აუქციონის მთავარი ლოტია 1913 წლის, Panhard & Levassor X19, ის შეფასებულია 25-35 ათას ევროდ. კნიაზი რენეს პირადი, 1983 წლის Mercedes-Benz 500 SEC AMG -ის ღირებულება კი, 15- იდან, 25 ათას ევრომდე მერყეობს.
აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, მანქანები „ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის“ ფარგლებში იყიდება.