ფრანგული ინტერნეტგამოცემა Le-Croix.com სებასტიან მაიარის სტატიას აქვეყნებს სათაურით „მილიარდელი საქართველოს პრეზიდენტს უპირისპირდება“. ავტორის განცხადებით, პრეზიდენტის გარემოცვა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ „გაზპრომის“ მეწილე ბიძინა ივანიშვილი კრემლის სამსახურშია და დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში მის აღდგენას ცდილობს, ხოლო „ბიძინა ივანიშვილს, კი იმის გამო რომ სააკაშვილი პრეზიდენტად კენჭს მესამე ვადით ვეღარ იყრის, შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნება“,-აღნიშნავს ავტორი. Foriegnpress.ge სტატიის ქართულ ვარიანტს გთავაზობთ.
„ქართული ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნებ“-ის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი მეტოქეა.ამ ადამიანის ქონება, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია ქვეყანაში, ჟურნალმა „ფორმბს“-მა წელს 5 მილიარდ ევროზე მეტად შეაფასა. პრეზიდენტის გარემოცვა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ემსახურება.
ეს 2011 წლის 7 ოქტომბერს თბილისში მოხდა. მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტ სარკოზისთვის ემასპინძლა და მადლიერება გამოეხატა მის მიმართ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს შუამავლობისთვის, ახალმა ამბავმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა: ყველაზე მდიდარმა კაცმა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და მოახლოებულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება.
ეს არჩევნები კი ოქტომბერში არის დაგეგმილი და მთავრობამ უკვე მოითხოვა რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის დასწრება, სავარაუდოდ, დემოკრატიისადმი თავისი ერთგულების დამტკიცების მიზნით. რადგან ეს სწორედ ის ველია, სადაც მას გამოწვევას უგზავნის ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა.აქამდე ოპოზიცია დიდად არასდროს აღელვებდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაშია. თავის მხრივ, 50 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცნობილია როგორც კოლექციონერი და ქველმოქმედი, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბს“-მა წელს 5 მილიარდზე მეტ ევროდ შეაფასა, პატივისცემით სარგებლობდა. ეს ქონება, რომელიც მან ელცინის პერიოდის რუსეთში დააგროვა და კომპანია „უნიკორის“ მიერ იმართება, დღეს ოლიგარქს ქართულ ლანდშაფტზე მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აპრილში დაფუძნდა და მას შემდეგ მთელს ქვეყანაში დაახლოებით ორმოცამდე ოფისი გახსნა.
ათასობით თანამგზავრული თეფში
ბიძინა ივანიშვილი სხვა მეთოდებსაც იყენებს იმისთვის, რომ მოიზიდოს „ვარდების რევოლუციით“ იმედგაცრუებულები. ფლობს რა ტელეკომპანიას, რომელსაც არ ავრცელებს ქვეყნის საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა, მან დაიწყო ათასობით თანამგზავრული თეფშის უფასოდ დარიგება. პასუხად, პოლიციამ გასულ კვირაში თეფშები დააყადაღა, ბრალი დასდო რა მილიარდერს ამომრჩევლების „მოსყიდვაში“, რაც საარჩევნო პროცესს ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნიღაბს ჩამოხსნის ამ დემოკრატიული ფასადის მქონე ავტორიტარული რეჟიმს, რომელსაც ასევე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის გარემოცვა ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ადამიანი, რომელიც „გაზპრომის“ მეწილეა, კრემლის სამსახურშია და დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში გავლენის აღდგენას ცდილობს. ის, რომ კონსტიტუცია უკრძალავს სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრას პრეზიდენტად 2013 წელს, მის ახალ ოპონენტს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის.