თბილ-გვირაბის მშენებლობის დროს დასაქმებულმა 30-მდე ადამიანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართა. მათი განცხადებით,თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე უკვე 2 წელია წარდგენილია, თუმცა სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი მოიგეს, თუმცა მოგვიანებით თბილისის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვა. რის შემდეგაც დაზარალებულებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
„გვიჩივლა მერიამ. ის ითხოვს პირველი გადაწყვეტილების გაუქმებას. მაგრამ რატომ ჩვენთვის გაუგებარია. ვერ ვხვდებით რა ხდება, ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ მე უნდა განვკარგოო. სასამართლოში კი 2 წლის წინ იყო ჩანიშნული პროცესი, თუმცა დღემდე არ ჩატარებულა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დაზარალებული 200-მდე ადამიანი იმ ბინების დაკანონებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფოს მათთვის 90-იან წლებში უნდა გადაეცა.