თურქეთი იმედოვნებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ახალი აბრეშუმის გზა იქნება

თურქეთი იმედოვნებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ახალი აბრეშუმის გზა იქნება

თურქეთის ეკონომიკის მინისტრის აზფერ ჩაღლაინის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის ამოქმედება და სრული დატვირთვა ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონისა და ქვეყნების როლის გაზრდას საერთაშორისო გადაზიდვების სისტემაში.

„პირველ ეტაპზე მაგისტრალი მოემსახურება 1 მილიონ მგზავრს და გადაიტანს 6,5 მილიონ ტონა ტვირთს, 2034 წლისთვის კი ის უკვე 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება და 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას უზრუნველჰყოფს.  ბაქო-თბილისი-ყარსისი მაგისტრალი ახალი აბრეშუმის გზის აღორძინების ტოლფასია, ეს კი პროექტის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და  კულტურულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მართალია, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობა შედარებით ნელი ტემპებით მინდინარეობს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მშენებლობის 60%-ი წლის ბოლომდე დასრულებული იქნება“,- განაცხადა ჩაღლაინმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის 60%-ი დღეისთვის თითქმის დასრულებულია, მისი ღირებულება კი 500 მილიონის დოლარია.