ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ამის შესახებ მან განცხადება ბრიტანულ პრესაში გააკეთა.
Independent-ის ინფორმაციით, პოლიტიკიდან ხუთი წლის წინ წასულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებდა მას შემდეგ, რაც ხუთი წლის განმავლობაში ის ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარებასა და საქველმოქმედო ფონდების საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
„ მე მაშინ არ მინდოდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ამის დრო იყო დამდგარი. შემეძლო ბოლომდე მებრძოლა ჩემი ინტერესების დასაცავდ პარტიაში, თუმცა ქვეყნის და ხალხის ინტერესები ჩემზე მაღლა დავაყენე. ახლა კი ვგრძნობს, რომ ამ თანამდებობისთვის უკეთესად ვარ მომზადებული, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს პოსტი მეკავა“,-განაცხადა ბლერმა.