ებრაელმა ჟურნალისტმა პუტინი პირდაპირ ეთერში უწმაწურად მოიხსენია

ებრაელმა ჟურნალისტმა პუტინი პირდაპირ ეთერში უწმაწურად მოიხსენია

ცნობილმა ებრაელმა ტელეწამყვანმა ემანუელ როზენმა საავტორო გადაცემაში „ემანუელი და ბენი“ „რადიო103“-ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ „პუტინი ათას ერდოღანზე უფრო საშიშია“.

„თურქეთის პრემიერი პუტინისგან განსხვავებით რასაც ფიქრობს, იმას მაინც ლაპარაკობს, რუსეთის პრეზიდენტი კი რევერანსებს აკეთებს ისრაელის მხარეს, ჰოლოკოსტს აძაგებს, მაგრამ ირანსა და სირიას მხარს უჭერს. ის არ დათმობს ირანს და არც  სირას, როგორც მედვედევმა დათმო ლიბია “,-განაცხადა როზენმა.

ჟურნალისტი აღაშფოთა ვლადიმერ პუტინის განცხადებამ ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრისას, როდესაც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ „რუსეთი ისრაელს  არც დაეხმარება და არც ხელს შეუშლის ირანთან ქმედებებში“, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კი განაცხადა, რომ „რუსეთს სირიასთან მიმართებაში პასუხისმგებლობა გააჩნია. ის რჩება ჩვენს  მთავარ დასაყრდენად ახლო აღმოსავლეთში „,-აღნიშნა პუტინმა.

როზენმა თავისი გადაცემის ბოლოს კი პუტინისადმი მიმართვა ებრაული და რუსული ფრაზების ნარევით დაამთავრა: „მადლობა! არბე იოტერ ...“