ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბარონესა ქეთრინ ეშტონმა ბრიუსელში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო შეტაკებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ სომხეთი ყარაბაღთან დაკავშირებით პრობლემას არ მოაგვარებს, მას ევროკავშირთან პარტნიორობაში პრობლემები შეექმნება.
„თუ სომხეთს სურს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში მაქსიმალური პოტენციალის მღწევა, აუცილებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი დაჩქარდეს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.