სტუდია „მონიტორის“ ერთ–ერთი დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკაბელო მაუწყებლებზე ფარულ წნეხს ახორციელებს.
აღნიშნული განცხადება მან დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს განხილვავდნენ.
ზურიაშვილის თქმით, საკაბელო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მათზე წნეხი ხორციელდება. კერძოდ, მათ ხელისუფლება ეუბნება, რომ თუ „მაესტროს“ ჩართავენ „საქმე ცუდად წაუვათ“.
ზურიაშვილი მოითხოვს, რომ „Must carry-ის“ პრინციპი არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, ანუ არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდამდე გავრცელდეს.
„შედეგების გამოცხადების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდი. შესაბამისად, რატომ არის მიუღებელი, რომ ეს პრინციპი არჩევნების შემდეგაც გავრცელდეს? კარგია, რომ ბევრი რამ გაითვალისისწინეთ, რაც დემოკრატიაა, მაგრამ, თქვენი აზრით წნეხი და ჩვენი აზრით თავისუფლება რამდენიმე დღით რომ გავრცელდეს არ შეიძლება?“, – მიმართა კანონოპროექტის ავტორებს ზურიაშვილმა.