1981 წელს გამოსულ საკულტო ფილმ „ინდიანა ჯონსის“ მთავარი გმირის წკეპლა ლოს-ანჯელესის აუქციონზე 31 250 დოლარად გაიყიდა. სწორედ ეს ყავისფერი წკეპლა უჭირავს მთავარი როლის შემსრულებელ ჰარისონ ფორდს ფილმის პირველ ნაწილსა და მის გაგრძელებებში.
ცნობილი წკეპლა და შლიაპა ფილმის მთავარი სიმბოლო გახდა. აუქციონის ორგანიზატორებმა წკეპლას ოფიციალური წერილიც გამოაყოლეს, რომელიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად „ინდიანა ჯონსს“ ეკუთვნის, ოფიციალური წერილი ფილმის სპეცეფექტების მთავარი სპეციალისტის კიტ უესტის მიერაა ხელმოწერილი. წკეპლის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
გასულ წელს ამბობდნენ, რომ სტივენ სპილბერგი აპირებდა, ინდიანა ჯონსის მეხუთე ნაწილზე მუშაობის დაწყებას, ითქვა ისიც, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ისევ ლეგენდარული ჰარისონ ფორდი იქნებოდა. ფილმის გადაღებები, ჰარისონ ფორდის 70 წლის იუბილეს უნდა დამთხვეოდა, თუმცა გადაღებები გადაიდო. ჯორჯ ლუკასი საერთოდ წავიდა კინნოდა, სპილბერგი კი სხვა პროექტებით დაკავდა.
იქამდე კი, ამ ახალმა ამბავმა „ინდანა ჯონსის“ გულშემატკივრების სიხარული გამოიწვია. თავად ფორდმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ამ როლის კიდევ ერთხელ შესრულების.
ინდიანა ჯონსი არის მოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია ამავე სახელწოდების არაერთი სრულმეტრაჟიანი თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან. ჯონსის ყველაზე წარმატებული ეკრანზაციაა სტივენ სპილბერგის ტრილოგია, რომელსაც 2008 წელს კიდევ ერთი ახალი სერია „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო" მოჰყვა.
ინდიანაზე დიდი გავლენა მოახდინა სპილბერგისა და ჯორჯ ლუკასის (სცენარის ავტორი) ბავშობის გმირებმა, რომლებიც არაერთხელ გამოჩენილან მათ ფილმებში. პერსონაჟს თავდაპირველად ინდიანა სმიტი ერქვა, - ძაღლის ლაიკის ჯიშის გამო, რომელიც ლუკასს ჰყავდა სახლში, თუმცა სპილბერგმა ეს იდეა დაიწუნა და სმიტი ჯონსით შეცვალა.
თავიდან სპილბერგს სურდა მთავრ როლზე ჰარისონ ფორდი აეყვანა.ჯორჯ ლუკასი წინააღმდეგი იყო, რადგან ფორდი მის სამ ფილმში უკვე თამაშობდა და არ უნდოდა სკორსეზესა და დე ნიროს მსგავსი ურთიერთობა გამოსვლოდათ. ამიტომ რამდენიმე მსახიობი მოსინჯეს, თუმცა საბოლოოდ აქაც სპილბერგმა იმარჯვა და გადაღებამდე სამი კვირით ადრე ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსად იქცა.
საინტერესოა, რომ რეჟისორი და მთვარი როლის შემსრულებელი,- სპილბერგი და ჰარისონი სულ ცოტა ხნის წინ მოხვდნენ ამერიკულ ტოპ ათეულში „ცნობილი ადამიანების ყველაზე ძირადღირებული განქორწინებები". ისინი ამ ათეულში მესამე და მეოთხე პოზიციებს იკავებდნენ.
სპილბერგს განქორწინება „ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძრის" ვარსკვლავ ქეით კეპშოუსთან 1989 წელს 100 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა სპილბერგი და ქეითი შემდგომ ისევ დაქორწინდნენ და დღემდე ერთად არიან.
ჰარისონ ფორდი და მისი მეუღლე პრიოდუსერი მელისა მეტისონი, 21 წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ.მეუღლე ფორდმა მიატოვა შესაბამისად სანუგეშოდ 85მილიონი დოლარი გადაუხადა.