ალექსეი არესტოვიჩი: პრეზიდენტის ოფისი არის ადგილი, სადაც საუბრობენ რუსულად, ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით

ალექსეი არესტოვიჩი: პრეზიდენტის ოფისი არის ადგილი, სადაც საუბრობენ რუსულად, ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისში კადრს მიღმა ყველა საუბარი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. 

მისივე თქმით, რუსულად საუბრობს ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით.

„ყველაზე უარესი ისაა, რომ ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობდა რუსულად, ყველა საუბარი კადრს მიღმა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. პრეზიდენტის ოფისი არის ადგილი, სადაც საუბრობენ რუსულად, ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით. არანაირი შიდა გამონაკლისი არ არსებობს, ოფიციალური საუბრის გარდა. ადამიანი ამბობს, რომ მე ჩემ მშობლიურ ენაზე, ჩემი დედის მშობლიურ ენაზე გავიზარდე და გავიკეთე კარიერა - მე მას პატივს არ ვცემ. ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, მე არ მომისმენია არცერთი თათბირი ოფისში, რომელიც არ იყო ჩატარებული რუსულ ენაზე. მე იქ გავატარე ორნახევარი წელი და თან როგორი წლები“ , - აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

ლაზი მარტო პრეზიდენტის ოფისში კი არა, მაგ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 70% რუსულად ლაპარაკობს და არც მენტალურად განსხვავდება მათგან. მათ გამიზნულად თავს მოახვიეს რაღაც განსხვავებულობა.
ალბათ იშვიათია მსოფლიოს ისტორიაში შემთხვევა, ერთი ხალხი გაჰყო და სხვადასხვა ერად ჩამოაყალიბო. ამის მიზანი, შიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირო ვიღაც მასამის სასარგებლოდ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიზნის მიღწევის ხარისხი დამოკიდებული მიმდინარე ომის გახანგრძლივებაზე.
22 საათის უკან
trampi შობას გილოცავთ ყველა აქაურს

რუსულად საუბრობენო.....................................
...ტელევიზიებში თოქშოუებშიც რუსულად მიდის დაკა--დაკა
(თეფში მაქვს).
...ისე ბოლო ხანებში ნამეტნავად ევროპის ამბები მომწონს ძალიან--- ჩვენ რომ იქ მივალთ, იქ ევროპა კი არა რაღაც დიდი გაუგებრობა დაგვხვდება ხოოდა სადღა მივდივართ??--სჯობია დავეტიოთ ადგილზე ....
21 საათის უკან
თომა ახალი ამბავი!
19 საათის უკან
კანუდოსელი არსეტოვიჩამდე ჩვენ ვიცოდით ეგ ამბავი:) შობას გილოცავთ!
19 საათის უკან