სცემა თუ არა სააკაშვილმა გოკა გაბაშვილი?

სცემა თუ არა სააკაშვილმა გოკა გაბაშვილი?

პარლამენტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხელ სააკაშვილი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარეს ხელით შეეხო. ამ საკითხზე კულუარებში აქტიურად საუბრობენ, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და გაბაშვილს შორის შელაპარაკება რამდენიმე დღის წინ მოხდა. კამათის მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა ამბობენ, რომ სააკაშვილსა და გაბაშვილს შორის საკმაოდ ხმაურიანი საუბარი შედგა. მას შემდეგ, რაც გაბაშვილი პრეზიდენტის პოზიციას არ დასთანხმდა, სააკაშვილმა ერთი-ორი გვარიანი „ალიყური“ აგემა.

სწორედ ამ კამათს უკავშირებს ზოგიერთი გოკა გაბაშვილის ბოლოდროინდელ სიჩუმეს. თუკი მანამდე გაბაშვილი საკმაოდ ხმაურიან და მწვავე განცხადებებს ხალისით აკეთებდა, ახლა დუმილს ამჯობინებს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილისგან მისი თანაგუნდელის ცემის ფაქტზე ინფორმაცია გავრცელდა, ბოლო ასეთი ინფორმაცია პალიკო კუბლაშვილს ეხებოდა, მანამდე კი სააკაშვილს  გეგა მგალობლიშვილის ცემის ფაქტსაც "აბრალებდნენ" მგალობლიშვილის  პრემიერ მინისტრობის დროს, (გეგა მგალობლიშვილი ამჟამად ელჩია ნატოში).