ფილიპ დიმიტროვი: მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებისას  არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობა რისკის ქვეშ არ იყოს დაყენებული

ფილიპ დიმიტროვი: მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებისას არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობა რისკის ქვეშ არ იყოს დაყენებული

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ცესკო-ში ევროკავშირისა და გაეროს ახალი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, Global TV-ს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  

დიმიტროვის განცხადებით, მას სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტირების უფლება არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარია, კანონის აღსრულებისას საქართველოში არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობა რისკის ქვეშ არ იყოს დაყენებული.

„მთავარია, საქართველოში არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობა იყოს მაღალი. სასამართლო გადაწყვეტილებების კომენტირების უფლება არ მაქვს. კანონი უნდა აღსრულდეს და მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულებისას ეს ნდობა რისკის ქვეშ არ დავაყენოთ“, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.