„საქართველოს გზა“ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხს ეხმაურება

„საქართველოს გზა“ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხს ეხმაურება

პარტია “სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს მიმართავს და საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს, ქართული და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის კანონი შეიმუშაოს.

 

განცხადებაში ასევე მოცემულია რამდენიმე საფრთხის შემცველი ფაქტიც, რომელიც შესაძლოა აღდგენითმა სამუშაოებმა გამოიწვიოს. „საქართველოს გზის“ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ - ბევრ ტყუილთან ერთად ორიოდე დღის წინ ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა,  ბაგრატის საკითხი მართლაც პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახლავთ. ოღონდ არა "ვიღაცეების", არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტის. "ახალ ბაგრატში" - აქ უკვე აღდგენაზე და რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია - პომპეზურად შესვლა - სანამ კიდევ სადმე შეესვლება - გახდა პრეზიდენტის მთავარი ახირება. რაც უთუოდ გამძაფრდა ივანიშვილთან პოლიტიკური კონკურენციის და სამების "კომპლექსის" ფონზე. ამ პიროვნულ ახირებას და ჩვენი ექსპერტების და სხვა პასუხისმგებელი პირების მონურ დამოკიდებილების მსხვერპლი გახდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და პირველ რიგში, ბაგრატი.

ბაგრატის საკითხის და იუნესკოს დასკვნების შესახებ ტყუილების კორიანტელი ხშირად გვესმის, რომლის მიზანი ერთია, ანუ ხალხის გააბრუება და გადაფარვა იმ რეალური საფრთხის, რაც ემუქრება არა მხოლოდ ბაგრატს, არამედ საერთოდ საქართველოს კულტურულ ძეგლებს და მემკვიდრეობას.

ბაგრატის ტაძარი სიმბოლო გახდა ჩვენს ერში არსებული დღევანდელი ყველა სენის, ერთი ადამიანის გემოვნებაზე და სხვა აზრის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები, ეკლესიის გვერდის ავლით იმ საკითხებში, რომელიც მას უშუალოდ ეხება, საზოგადოების სრული გვერდის ავლით ჩუმად დაწყებული და ფაქტიურად უკვე დამთავრებული პროექტების წარდგენა.

რეალური საფრთხის გასაგებად რამდენიმე ფაქტი საზოგადოებას უნდა მიეწოდოს:

 1. იუნესკოში არსებობს ორის ნუსხა. ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, რომელშიც ბაგრატი - გელათთან ერთად როგორც ერთი და განუყოფელი კომპლექსი - და ეს გარემოება მეტად საყურადღებოა - ჩაწერილ იქნა 1994 წელს (ანუ სააკაშვილის ჟამთაღრიცხვამდე!). მეორე ნუსხა კი "საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის". ამ მეორე სიაში გადაჰყავთ ის ძეგლები, რომლებსაც პირველი სიიდან ან ბუნებრივი კატასტროფის, ან სხვა გარემოებების და უფრო ხშირად არა სწორი კონსერვაციის ზომების გამო ავთენტურობა და ღირებულება ეკარგებათ. სწორედ ამ მეორე სიაში გადაყვანილ იქნა ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად. ამ მეორე სიიდან ამოწერა ხდება ორი და მხოლოდ ორი გზით: ან მოკლე ვადაში ძეგლი უბრუნდება - იმის მერე, რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და არა სწორი რეკონსტრუქციის შედეგები გამოსწორებული - მთავარ სიას. ან მეორე: თუ იუნესკომ ჩათვალა რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს - საერთოდ და სამუდამოდ სიიდან ამოიღებს. ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატს და აქ არის მგლის თავი დამარხული.

 2. ამ სესიაზე (რომელიც პეტერბურგში იწყება) არ მოხდება ბაგრატის სიიდან ამოღება - როგორც ნათლად სჩანს ქვემოთ მოტანილი გადაწყვეტილების პროექტის ტექსტიდან. არა იმიტომ, რომ იუნესკო უცებ ეთანხმება ხელისუფლების ხედვას და მოქმედებას. ბაგრატის შესახებ მათი დასკვნა (და არა ერთი არა კომპეტენტური ექსპერტის) ერთმნიშვნელოვად გამოიხატება მოცემულ ტექსტში: "შეუქცევადი პროცესი", "ბაგრატის ავთენტურობა დაიკარგა", " მსოფლიო ღირებულება ვერ დავიცავით". ვაჩეიშვილს და სხვებს მივანდოთ ახსნა-განმარტება თუ მაინც რატომ მიაჩნია ეს ყველაფერი სწორად და იუნესკო - არა კომპეტენტურად. ჩვენ ის უნდა გვადარდებდეს, რომ ბაგრატის ბედი გადაწყვეტილია თუნდაც ამის ფორმალიზაცია გადავადებულია. ეს გადავადება არ გეგონოთ ხელისუფლების დიპლომატიურ წარმატებას ან მის რიგით "გამარჯვებას" მიეწერებოდეს, თუმცა ამის ასე წარმოდგენის მცდელობა უთუოდ იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს და საერთაშორისო ინსტანციების კეთილი ნების გამოხატვა, რათა ჩვენი უგუნურობის მიუხედავად გელათი არ ჩაჰყვეს ბაგრატის ბედს დავიწყებაში. ამიტომაც იუნესკო მოითხოვს საქართველოსაგან 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშავოს გეგმა თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან.... რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება თუნდაც ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. გელათის გადარჩენაზე ზრუნავს “არაკომპეტენტური” იუნესკო.

 3. გადავადება მხოლოდ გადავადება არის. იუნესკოს გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს ახალი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება განაპირობებდა ბაგრატის საკითხის გადახედვას. ამდენად კამათი და ვითომც კომპრომისები ლიფტის მოხსნაზე და შუშის ფლიგელის შეცვლაზე შიდა მოხმარებისათვისაა განკუთვნილი და არა იუნესკოს შეხედულებების გასათვალისწინებლად.

 4. ბაგრატის ტაძრის შეუქცევადი და უხარისხო რეკონსტრუქციით არ თავდება ჩვენი ძეგლების ეპოპეა. მცხეთას საკითხი არა ნაკლებ საგანგაშოა. მცხეთაც მიღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრობის ნუსხაში 1994 წელს და 2009 წელს გადატანილია ასევე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხაში. საფრთხე ასე არის აღწერილი იუნესკოს დოკუმენტებში: არა სწორი მართვის მექანიზმი, შემოგარენი მიწების პრივატიზაცია და აუტენტურობის დაკარგვა არა სწორ რესტავრაციის სამუშაოების შედეგად... მცხეთასთან მიმართებაში აქცენტი მტკვრის სანაპიროს, სვეტისცხოველის და ჯვარს შორის მდებარე ტერიტორიის მდგომარეობაზე, რომელიც მთლიანად ძეგლის სტატუსით სარგებლობს და სადაც არანაირი ახალი ნაგებობები არ უნდა აშენებულიყო რათა ისტორიული ლანდშაფტი დაცული ყოფილიყო. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად 2012 წელს ახალი პოლიციის, სასამართლო და საკონფერენციო შენობები აგებულ იქნა სწორედ ამ ადგილას, იგეგმება ახალი მუზეუმი და სასტუმრო კომპლექსი. აშენდა სვეტისცხოვლის შესასვლელში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი .. მშენებლობები მიმდინარეობს ანგარიშის თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვან პერიმეტრში, ანუ იმ ვიზუალურ კორიდორში რომელიც სვეტისცხოველს და ჯვარს აერთიანებს". იუნესკო სპეციალურად იმასაც აღნიშნავს, რომ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება სანამ ეს დაიგეგმებოდა და შესრულდებოდა. მცხეთის მიმართ ასევე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება ამ წელს სტატუსი საფრთხეს ვეშ მყოფი ძეგლის, თუმცა იუნესკო გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო და ითხოვს მათ შეჩერებას და ახალი გეგმის წარდგენას, რომელიც გაითვალისწინებს რომ მცხეთა და ჯვარი კომპლექსურად იყოს განხილული მათი მეტად მგძნობიარე გარემოთი და გეგმა შესათანხმებლად წარდგენილ იყოს.

 ბაგრატისგან განსხვავებით აქ ჯერ შეუქცევად პროცესად არ არის მიჩნეული მიმდინარე მშენებლობა, მაგრამ თუ რა მოხდება და მომავალ განხილვაზე რა მდგომარეობაში იქნება ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსი, მთლიანად ჩვენ საზოგადოების სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული. ბაგრატი იმას გვიქადის, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ძეგლები, საქართველოს მთავრობისგან იუნესკოც კი ვეღარ დაიცავს.

 5. ბაგრატის ტრაგედიას კიდევ სხვა შედეგები მოჰყვება: რა იმედი ან პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, რომ იუნესკოს ჩარევით და დახმარებით შევძლებთ მომავალში აფხაზეთის ან ტაო კლარჯეთის ეკლესიების გადარჩენას როცა საერთაშორისო ჩარევის გარეშე ჩვენ არ მიგვესვლება. ვინ დაგვეხმარება ან დახმარების ღირსად ჩაგვთვლის როცა ყოველდღიურად ვამტკიცებთ რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვიცავთ ჩვენს ძეგლებს? რა იმედი უნდა გვქონდეს ჯვრის მონასტრის გადარჩენისა, სადაც ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა რომ საერთოდ ქართული წარმოშობა ნახსენები აღარ არის დაფაზე და რუსთველის ფრესკა და სხვა წარწერებს ვერ ვიცავთ.

 6. და ბოლოს ისიც უნდა იყოს ნათელი, რომ არა თუ დღეს ვკარგავთ ჩვენი მემკვიდრეობის აღიარების და დაცვის საშუალებას ამ ძეგლების დღეს თუ ხვალ სიიდან ამოღებით. ჩვენ ხვალინდელ შანსებსაც ვუკარგავთ ჩვენს შთამომავლებს რომ სხვა არა ნაკლები ძეგლები შეტანილ იყოს მსოფლიო სიაში; ნეკრესი. უბისის ფრესკები, ატენის სიონი. სვანეთის ხატები და კიდევ რამდენი. ცნობილია, რომ ქვეყანა რომელიც აღარ სარგებლობს იუნესკოს და საერთაშორისო მეგობრობის ნდობით, კულტურის დაცვის სფეროში. იმისთვის ახალი ძეგლების წარდგენა და მათი აღიარება ძალიან რთულდება.

 ერთი კითხვა

კითხვა ეხება ამ ხელისუფლების ფარულ გეგმას. ეს უკვე სცილდება არა კოპეტენტურობას და უგნურობას და ემსგავსება მიზან მიმართულ განადგურების გეგმას, თორემ ერთდროულად მცხეთის და ჯვრის საფრთხეში მოქცევა, ბაგრატის ავთენტურობის დაკარგვამ სვანეთის მუზეუმის მოუმზადებელი რეკონსტრუქცია და დაუცველი იქაური საგნაჭურიმ ხელნაზერტა ინსტიტუტიდან გატანილი და გაფანტული ექსპონენტები, სახელმწიფო მუზეუმიდან გატანილი ფიროსმანი. სახე დაკარგული ძველი თბილისი და სიღნაღი, იერი შეცვლილიდა რუსეთს დამსგავსებული ქუთაისის ცენტრი, ბათუმის უნიკალური ყურეს მეჩეთის მსგავს სასტუმროთი დამახინჯება, და ამ სიაში ალბად კიდევ ბევრი ან დამავიზყდა ან კიდევ ბევრი დასამახინჯებელი აქვთ... იკარგება საქართველოს მემკვიდრეობა, ასევე მისი ტურისტული პოტენციალი სადაც აუტეტურობა წაშლილი და უგემოვნება სუფევს. ეს რას ემსახურება ?ვინ გეგმავს და ვინ სარგებლობს?

 სამი რეკომენდაცია:

 _ პირველი რომ საქართველოს პარლამენტმა (ცხადია ახალმა) სასწრაფოდ შეიმუშავოს იუნესკოს თხოვნის თანახმად და ნებისმიერ ცივილიზებულ ერის მსგავსად ეროვნული კანონი ქართულ და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის.

 _ შეიქმნას სასწრაფოდ ახალ ხელისუფლების პირობებში ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეწარმოდგენილი იქნება ანუ ხელისუფლება და ყველა სამინიტროები, ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.

 _ ამისათვის მესამე რეკომენდაცია. უნდა შეიქმნას, რაც შეიძლება სწრაფად დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და მათი მომავალი თაობების საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცავს.

 

სანამ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია შეიამნება და ვინმე ჩვენი ერის ინტერესების დაცვას იკისრებს, ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად რომ იუნესკოს გენერალურ დირექტორის მოადგილისათვის გამეზიარებინა ეს მოსაზრებები და ქათველი ხალხის ღრმა წუხილი, რათა არავინ ჩათვალოს რომ საქართვლოში ბარბაროსების გარდა არავინ დარჩა....

 დანართი

 გადაწყვეტილების პროექტი (36 COM 7 A.30)

 

1. შესწავლილ იქნა დოკუმენტი (ანუ 1 ივნისის დასკვნა ).

2. ასევე მოიხსენიეს 34 და 35 სესიაზემიღებულიგადაწყვეტილებები.

3. ”კომიტეტი” აღიარებს გარკვეულ პროგრესს გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო პროგრამის და დაცვის მთავარი გეგმის შესრულების კუთხით. ასევე აღიარებს პროგრესს საქართველოს ძეგლთა დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინსტიტუციათა შორის საკოორდინაციო მექანიზმის დაარსების სახით”, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.