სამართალდამცავებმა 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად მისაკუთრების ფაქტზე მოქალაქე ვალერი გაბელია დააკავეს.
ამის შესახებ შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევის განცხადების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე დაიწყო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის დასაწყისში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვალერი გაბელიამ, ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევისგან, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად მიისაკუთრა 10.000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ მათი ნათესავი, ნასიმ იბრაგიმოვი, გავლენიანი ნაცნობობის მეშვეობით შესაწყალებელ პირთა სიაში მოხვდებოდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე მოქალაქე ვალერი გაბელია 23 ივნისს ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.