საპარლამენტო ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ 1 ივლისიდან ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი უხელმძღვანელებს.
ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს ბიუროს წარედგინა.
ფრაქციას თავმჯდომარე როტაციის პრინციპით ეცვლება. „ერთობა სამართლიანობისთვის“ პირველი თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი იყო, ექვის თვის შემდეგ იგი დიმიტრი ლორთქიფანიძემ შეცვალა, ახლა კი თავმჯდომარე კარლო კოპალიანი ხდება.
თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.