პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილი ქვეყანაში უბედურების დატრიალების ოსტატია

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილი ქვეყანაში უბედურების დატრიალების ოსტატია

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსი პოლიტოლოგის სერგეი კურგინიანის განცხადების „სააკაშვილმა შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყოს. მას პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა არ სურს, ე.ი. ახალი სამხედრო ავანტიურის გაჩაღებას შეეცდება“ და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის  სტანისლავ ლაკობას განცხადების  „რომ არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ხელისუფლების დაკარგვის შიშითა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, აფხაზეთის საზღვარზე პროვოცირება მოახდინოს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არჩევნები ჩაშალოს“ შეფასებისას აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილს არავითარი საშუალება არ გააჩნია სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი შეუქცევადი საომარი მოქმედებები განახორციელოს, ხოლო რაც შეეხება,  არჩევნებისთვის სიტუაციის დაძაბვას ზაქარეიშვილი  აცხადებს, რომ ამას არც ელოდება, მაგრამ არც გამორიცხავს.

„ამ საეჭვო წარმოშობის პოლიტოლოგს არ ვენდობი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილს არავითარი საშუალება არ გააჩნია სამხრეთ ოსეთში   ფართომასშტაბიანი შეუქცევადი საომარი მოქმედებები განახორციელოს, იმიტომ რომ იქ  რუსეთის ჯარები დგას, რუსეთის ბაზებია განლაგებული და არა რუსეთის სამშვიდობოები. ნესბისმიერი ფორმით,  რომ სააკაშვილმა ომი წამოიწყოს სამხრეთ ოსეთში სასაცილოა, რუსეთის სამშვიდოებოებმა გააფარჩაკეს სააკაშვილი და წარმოგიდგენიათ, რუსული ჯარები რას უზამენ? ამიტომ ეჭვი მეპარება ისეთი ინსტიქტების მქონე სააკაშვილმა, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს ასეთი ავატიურა წამოიწყოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის მტკიცებით, სააკაშვილს არ აქვს საშუალება და რესურსები რუსეთს დაუპირისპირდეს.

კონფლიქტოლოგის განცხადებით, ომი  მოსალოდნელი არაა.

 რაც შეეხება არჩევნებისთვის სიტუაციის დაძაბვას და აშ. აცხადებს, რომ   სააკაშვილი ქვეყანაში უბედურების დატრიალების ოსტატია.

„მას ჯარი სჭირდება იმიტომ, რომ ხალხი დაარბიოს, თუნდაც 7 ნოემბერი ან 26 მაისი გაიხსენეთ. სააკაშვილი თავის ხალხთანაა ვაჟკაცი, თორე  რუსებიდან  გამოიქცა, მოკურცხლა და როგორ დაფოფხავდა გორში ყველამ ვნახეთ.  ეს სააკაშვილის რეალური სახეა. სააკაშვილი მზადაა გადაუაროს ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ეს უმსგავსობა ჩაიდინოს. ის ოსებს ვერ გაუბედავს ვერაფერს, თორე ქართველებს ყველაფერს გაუბედავს. სააკაშვილი ამის გამკეთებელი არის და საჭიროა სიფრთხილე, რომ ეს ასე არ მოხდეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, მართალია,  სააკაშვილი თავის თავს ვერ აკონტროლებს, მაგრამ მის გარემოცვას გონიერება შემორჩენილი აქვს და კარგად იციან, რომ მათი არჩევანი შემდეგშია: ოპოზიცია ან ციხე.

„ურჩევნიათ წავიდნენ ოპოზიციაში ვიდრე ციხეში. თუ სააკაშვილმა  არჩევნებისთვის სიტუაციის გამწვავება დაუშვა,ეს   მათთის კატასტროფა იქნება. მართალია, ამით ვერც საქართველო ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ ეს ავანტიურა მათ პოლიტიკურ მომავალს დაასამარებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს  ურჩევს გონივრულად მოიქცნენ. ჩაალაგონ თავიანთი ბარგი და წავიდნენ არა ციხეში არამედ, ოპოზიციაში.