ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, ინიციატივის დეტალები დღეს, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება, ხვალ კი ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ბაქრაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, სადაც მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონრპოექტი დაჩქარებული წესით იქნება განხილული და დამტკიცებული.
კამპანია ,,ეს შენ გეხებამ“ ე.წ. მასთ ქერის პრინციპზე პარლამენტს საკუთარი კანონპროექტი წარუდგინა, თუმცა, მას საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან არ დაეთანხმა. გასულ კვირას კი პარლამენტის თავმჯდომარე ინიციატივით გამოვიდა, რომ ე.წ. მასთ ქერის პრინციპი განხორციელდეს.