ნიკა გილაური: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 17-ვე საგამოცდო ცენტრი მზადყოფნაშია

ნიკა გილაური: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 17-ვე საგამოცდო ცენტრი მზადყოფნაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოცდების დასაწყებად ქვეყანაში ყველაფერი მზადაა.

გილაურის თქმით, გამოცდებისთვის მზადყოფნაშია 17-ვე საგამოცდო ცენტრი. მისი განცხადებით, გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და მასზე 35 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

გარდა ამისა, 2 ივლისს დაიწყება მასწავლებელთა სასერტიფიაკაციო გამოცდები, რომელზეც 39 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.

გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოების დეტალებთან დაკავშირებით სხდომაზე განმარტებები პრემიერმა განათლების მინისტრისგან მოისმინა.

დიმიტრი შაშკინის  განცხადებით, საგამოცდო ტესტები საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან უკვე ჩამოტანილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისებშია გადანაწილებული. ასევე, ყველაფერი მზადაა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

შაშკინმა აღნიშნა, მთლიანი საგამოცდო ციკლი 19 ივლისისთვის დასრულდება. გამოცდების შედეგები კი, აგვსიტოს ბოლოსთვის გამოქვეყნდება.