„დემოკრატიული მოძრაობა“ აშშ-სა და რამდენიმე ევროპული ქვეყნების მიერ, სტატუს -ნეიტრალური პასპორტების აღიარებას მიესალმება, თუმცა მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობით ვაჭრობს, რაც მათი თქმით, გამოიხატება პრინციპით: „თუ ნეიტრალურ პასპორტი არ გექნება ვერ მიიღებ განათლების დაფინანსებას და სამედიცინო დახმარებას“.
„დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თუკი დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად სურს, (რაშიც ეჭვი გვეპარება) აფხაზი და ქართველი,ოსი და ქართველი ხალხის შერიგება, მაშინ მათი დახმარება უნდა ხდებოდეს კეთილი ნებით და არა იძულებითი პასპორტიზაციის გზით, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, ურთიერთობების გაღრმავებას და რაც მთავარია, ყოველივე ეს ნამდვილად წაროადგენს ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენის წინაპირობას.