დიდი ხნის ცდის შემდეგ, კოსმეტიკური საშუალებების კომპანიამ Lancôme წარმოადგინა ტუჩის ახალი საცხი , სახელწოდებით Rouge in Love. რომელშიც იდეალურადაა კონბირინებული პომადის ფერები და ტექსტურა.
პომადა ტუჩებზე განსხვავებულ ეფექტს ტოვებს, ისევე როგორც მსუბუქი კოცნა. ახალი საცხის მთავარი კომპონენტია: ფორმულა -ექსკლუზიური პოლიმერი, რომელიც ტუჩის ზედაპირზე ძალიან თხლად ჯდება და ტუჩებს კაშკაშა დახვეწილ ეფექტს აძლევს. ფერი ნარჩუნდება 6 საათის განმავლობაში, პლიუს ამას წარმოუდგენლად თვალშისაცემი ბლესკი.
კომპანიამ ახალ პროდუქტის სახედ ინგლისელი მსახიობი და მოდელი ემა უოტსონი აირჩია. შეგახსენებთ, მსახიობმა სახელი ჰარი პოტერის ფილმების სერიაში, ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით გაითქვა. ჰარი პოტერის სერიების გადაღებამ ათ წელს გასტანა, 2001-2011. გასულ წელს, მსახიობი სწორედ ამ ათწლიანი კინოროლის წყალობით გინესების რეკორდების წიგნშიც მოხვდა. შვიდივე ფილმმა ნორჩ ჯადოქარზე მსოფლიო კინოგაქირავებაში 7.4 მილიარდი დოლარი მოაგროვა და ემა 2011 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.