ფრანგული გამოცემა „le Monde” საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ დ-ესტენის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ევროკავშირის კრიზისს შეეხება. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ სიტუაციას, რაც დღეს ევროპაშია, არ შეიძლება ვუწოდოთ სავალუტო კრიზისი, რადგან არცერთი ვეროპული ქვეყანა ევრო-სგან გათავისუფლებას არ ესწრაფვის.
„ კრიზისის მიზეზები საბანკო სისტემების სპეკულაციურ ქმედებებს უკან იმალება, რომლებიც ბილ კლინტონის და აშშ-ს ფინანსთა მინისტრის რობერტ რუბინის ზეგავლენით, ყოველგვარი რეგულირებისგან გათავისუფლდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა რამდენიმე სახელმწიფოს უპასუხისმგებლო საბიუჯეტო პოლიტიკამ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ახალი ვალუტა მათ ყველა უსიამოვნებისგან დაიცავდა. საჭიროა, ევროკავშირის ლიდერებმა საკუთარ თავში იპოვონ პოლიტიკური ნება და შექმნან ერთიანი საორგანიზაციო სისტემა, რომელიც ევროპას ასე აკლია“,-აცხადებს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დ-ესტენი.