საქართველოს დელეგაცია იუნესკოს კომიტეტის სხდომაში , სადაც  ბაგრატისა და გელათის  საკითხს განიხილავენ მონაწილეობას ვერ მიიღებს

საქართველოს დელეგაცია იუნესკოს კომიტეტის სხდომაში , სადაც ბაგრატისა და გელათის საკითხს განიხილავენ მონაწილეობას ვერ მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით,  იუნესკოს კომიტეტის სხდომა სანკტ-პეტერბურგში ხვალ დაიწყება, თუმცა აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ საქართველო ამ კომიტეტის წევრი არაა, საქართველოს დელეგაცია იუნესკოს კომიტეტის სხდომის ფარგლებში ბაგრატისა და გელათის თაობაზე დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჯალაღანიას განცხადებით, დებატებში კომიტეტის 21 წევრი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თუმცა საქართველოს დელეგაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ექსპერტების შემადგენლობით სანკტ-პეტერბურგში უკვე  იმყოფება.

„განხილული იქნება ასეულობით საკითხი იუნესკოს ეგიდით კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების თაობაზე, მათ შორის, ცნობილი კეისი გელათისა  და ბაგრატის ერთობლივი კომპლექსის თაობაზე. მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ამ კომიტეტის წევრი ქვეყანა და დებატებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. დებატებში კომიტეტის 21 წევრი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. თუმცა საქართველოს დელეგაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ექსპერტების შემადგენლობით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება და დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება მიეცემათ, ამ თემაზე მსჯელობისას თავისი აზრი გამოხატონ და კოლეგებს გაუზიარონ. ასე, რომ, დაველოდოთ შედეგებს“, - განაცხადა ჯალაღანიამ.