დღეს, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების 3 წლისთავზე, მისი ძმები აკეთებენ განცხადებას, დიდ საგასტროლო ტურნეს დაწყების შესახებ.
ჯგუფი The Jacksons სცენას უბრუნდება. მაიკლ ჯექსონის ძმები - ჯეკი, ტიტო, მარლონ და ჯეირეი, რომლებთან ერთანაც დაიწყო პოპის მეფემ კარიერა, ამერიკის 16 ქალაქში კონცერტს გამართავენ.
ჯეკი კექსონმა განაცხადა, რომ ძმებს რამდენიემ წლის წინ, მაიკლის სიცოცხლეშივე სურდათ გაერთიანება, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სურვილი უფრო გამძაფრდა და აი The Jacksons -ი პირველ ტურნესაც იწყებს. 28 ივნისს ნიუ-იორკიდან დაიწყება.
„რეპეტიციებზე, რამდენჯერმე ცრემლების შეკავება გამიჭირდა. მიჩვეული ვარ, რომ ჩემს მარჯვნივ ყოველთვის მაიკი იდგა, შემდეგ მარლონი, ტიტო და ა.შ. ვერაფრით ვეგუები იმას, რომ ის ჩვენთან უკვე აღარ არის“- ამბობს ჯეკი ჯექსონი.