მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლება ინფორმაციული ვაკუუმის შენარჩუნებას ცდილობს

მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლება ინფორმაციული ვაკუუმის შენარჩუნებას ცდილობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, გასულ კვირას „გლობალ კონტაქტ კონსტალტინგის“ დაყადაღებასთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ერთ მიზანს - მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას ემსახურებოდა. ამის შესახებ პრესსპიკერმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 70 მლნ ლარით დაჯარიმდა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, აეროპორტში დააკავეს „გლობალ კონტაქტ კოსტალტინგის“ ამერიკელი მეწილე და შემდეგ დააყადაღეს კომპანიის ანტენები და აღნიშნა, რომ ეს სამი ფაქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

„ეს კი მხოლოდ ერთ საქმეს ემსახურება - შენარჩუნდეს ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხელისუფლებამ ნაციონალური სატელევიზიო არხებით შექმნა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ კვირაში საქართველოს მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ს დაახლოებით 300 000 დაუმონტაჟებელი ანტენა დააყადაღეს.