McDonald’s- ი ერთგულ მომხმარებლებს კომპანიის მუშაობის, შიდა სამზარეულოში ჩახედვის საშუალებას აძლევს. ის ფარდას ხდის ფოტორეკლამებზე მისი პროდუქციის ტრანსფორმაციის ჯადოსნურ საიდუმლოს. კომპანიამ გამოუშვა ფილმი, სადაც მომხმარებელს სიტყვა სიტყვით უხსნის, თუ როგორ იღებენ ლამაზი ბურგერების რეკლამას. ვიდეოდან ჩანს, რომ ერთი ბრურგერის გადაღებაზე მთელი არმია მუშაობს, რომლის შემადგენლობაში საკვების დიზაინერებიც შედიან. თითოეულ ინგრედიენტს ბურგერზე პინცეტით ფრთხილად ამატებენ, რომ პროდუქტი ფოტორეკლამაზე უკეთ გამოიყურებოდეს.
ფოტოების გადაღების შემდეგ იწყება სასწაული ფოტოშოპში. აკეთებენ კორექტირებას და ამუშავებენ. ძირითადად, ბურგერს ამატებენ ბლესკს, ფერს და ზომას...
როგორც, კომპანიის მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, ბურგერში ზუსტად იგივე ინგრედიენტებს იყენებენ, რაც ფოტოზე ჩანს, თუმცა როგორც წესი, McDonald’s- ის ობიექტებში, ისინი ცენტრში ლაგდება, იმიტომ, რომ საჭმელად უფრო მოსახერხებელი იყოს. ესეც ერთგვარად ფორმას უცვლის, რეალურ პროდუქტსა და ფოტოზე გადაღებულ ბურგერს.