დაძაბული მდგომარეობა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ისევ გრძელდება. არცერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და არ გაჰყვას სასაზღვრო ზონიდან სნაიპერები.
მთიანი ყარანაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე დღეებში აზერბაიჯანის მხარემ 1500-ჯერ დაარღვია ხელშეკრულება, სროლებს ძირითადად სნაიპერები სასაზღვრო სოფლებში ღამის საათებში ახდენენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით კი, ისევე როგორც წინა დღეებში, გასული დღეღამის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლი რამდენჯერმე გახსნა ნოემბერიანსკის, აგდამსკის, ჯაბრაილსკის რაიონების მხარეს.
დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს.