საქართველოს საგარეო მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში მინსკის ჯგუფს მესამე ძალა უშლის ხელს, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება იმიტომ, რომ მიმდინარეობს სააგიტაციო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის.
„ამ განაცხადებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, კავკასიის რეგიონში ქართველები ნებისმიერ გაფაჩუნებას რუსეთთან აკავშირებენ და ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის სააგიტაციო ომი მიმდინარეობს“,- აცხადებს მინასიანი.
რაც შეეხება გრიგილ ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ომი სამივე სამხრეთ კავკასიის სუვერენიტეტს დაასამარებს, მინასიანი ფიქრობს, რომ საქართველოსგან განსახვავებით, აზერბაიჯანი ხვდება რომ თუ ყარაბაღის ომი დაიწყო, კონფლიქტში აუცილებლად ჩაერევა რუსეთი. „პირდაპირ თუ ირიბად, ამ ქვეყნის არსებობა თბილისზეც აისახება, რაც ამ ქვეყანაში ძალიან არ უნდათ. აი, ამიტომაც საუბრობენ“,-აცხადებს მინასიანი.