ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიის ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა საერთაშორისო ნორმების დარღვევაში და თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას „თავხედური და მიუღებელი“ ნაბიჯი უწოდა.
„ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სირიის ხელისუფლება უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და უდიერად ექცევა ადამიანების სიცოცხლეს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ველპარაკე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ღრმა შეშფოთება გამოვთქვი სირიასა და თურქეთს შორის სამხედრო თვითმფრინავ F-4 -თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ თურქეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ბაშარ ასადის რეჟიმი პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენოთ“,- განაცხადა კლინტონმა.