ბრიტანული ინდი-ჯგუფის Slow Club -ის, ახალ სიმღერაზე Beginners, ახალი ვიდეორგოლი გამოვიდა. ვიდეოკლიპის მთავარი გმირი არც მეტი, არც ნაკლები ყველასთვის საყვარელი კინოგმირი - ჰარი პოტერია! დენიელ რედკლიფი, რომელსაც უკვე ათი წელია მსოფლიო ჰარი პოტერად აღიქვამს.
მსახიობმა გადაღებებზე, მხოლოდ, ერთი საათი დაჰყო, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ როლი მაქსიმალურად გაეთავისებინა და ქალის ხმაზეც ამღერებულიყო.
დენიელი კლიპში სიმღერის დაწყებისთანავე ჩნდება. სიმღერას, რა თქმა უნდა, ჯგუფის სოლისტი რებეკა ტეილორი ასრულებს, თუმცა დენიელი სიმღერას იმიტირებს და მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ მსახიობი თავად მღერის.
Slow Club -ის წევრები, დენიელთან მუშაობით აღფრთოვანებულები არიან, როგორც ისინი ამბობენ, აღმოჩნდა, რომ დენიელმა ძალიან ბევრი იცის მათ მუსიკაზე.
„გადაღებებზე დენიელი, ბოლომდე საქმეზე იყო კონცენტრირებული. შეიძლება, ეს ყოველთვის ასე ხდება კინოგადაღებებზე, მაგრამ ამან ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“- აცხადებენ ჯგუფის წევრები.