დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა ღიად განაცხადა, რომ მისმა პარტიამ საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეცდომები დაუშვა. არჩევნებში დამარცხების მეორე წლისთავზე ლეიბორისტებმა აღიარეს, რომ ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის პოლიტიკამ ამომრჩევლის ინტერესები არ გაამართლა.
„ლეიბორისტებმა იგნორირება გავუკეთეთ მათ აზრს, ვინც საემიგრაციო პოლიტიკიდან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა“,- განაცხადა მილიბენდმა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია აუცილებლად დააწესებს ზღვარს დიდ ბრიტანეთში მიგრანტების შემოსვლასთან დაკავშირებით.
2004 წელს, ლეიბორისტებმა ნება დართეს ევროკავშირის ქვეყნების-ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის მიგრანტებს, განუსაზღვრელი რაოდენობით შემოსულიყვნენ დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც ქვეყანაში მოსახლეობა ნახევარი მილიონით გაიზარდა.