ისრაელის ქალაქ ბერ-შევაში ტრადიციულად არატრადიციული სილამაზის კონკურსი გაიმართა. სახელწოდებით - „მსუქნები და ლამაზები“.
სილამაზის კონკურსს, თავისი პარამეტრები გააჩნდა, კერძოდ, თითოეული მონაწილის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიო 80კგ-დან 120 კგ-მდე.
პირველი ადგილისთვის კონკუსზე 16 ქალბატონი იბრძოდა. კონკუსში გოგოები ჩვეულებრივი პროგრამით წარსდგნენ, საღამოს კაბებში, ჩველებრივ სამოსში, ისინი პოდიუმზე, მხოლოდ საცურაო კოსტუმებით არ გამოჩენილან.
გამარჯვებულის გვირგვინი 22 წლის ვერედ ფიშერს ერგო და ტიტული ყველაზე „მსუქნისა და ლამაზი“ ქალბატონის ერთი წლით დაისაკუთრა. მას ტიტულის გარდა საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი და სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გადაეცა.
„შენ ხარ მშვენიერი ისეთი, როგორიც ხარ და შენ მიაღწევ წარმატებას ისეთი, როგორიც ხარ“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში 22 წლის „მსუქანმა“ ლამაზმანმა.
სილამაზის კონკურსი „მსუქნები და ლამაზები" ისრაელში უკვე მეოცედ ტარდება.