ვანის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ლეჟავა იქნება. ლეჟავა ამ მოწვევის პარლამენტში ნაციონელების პარტიული სიით მოხვდა, ახლა კი მმართველი პარტია მას ვანში მაჟორიტარად წარდგენას უპირებს.
რაც შეეხება ბაღდათის რაიონს, ნაციონალური მოძრაობა ბაღდათში კვლავ დეპუტატ თემურ კოხოძის წარდგენას გეგმავს.
თემურ კოხოძე მე- 7 მოწვევის პარლამენტში მოხვედრამდე ბაღდათის რაიონის ფირმა "ბაღდათის“ პრეზიდენტი, თბილისის შპს "იკარუსის“ დირექტორი და შპს "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი იყო.