ეკა ბესელიამ „სუფთა პოლიტიკა“ გიორგი ბარამიძესთან  კავშირში ამხილა

ეკა ბესელიამ „სუფთა პოლიტიკა“ გიორგი ბარამიძესთან კავშირში ამხილა

კოალიცა „ქართული ოცნების“ წევრმა, იურისტმა ეკა ბესელიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკა“ გიორგი ბარამიძესთან მჭიდრო კავშირში და მისგან  ინიციატივების გახმოვანებაში  ამხილა.

როგორც ბესელიამ მაესტროს ეთერში, თოქ-შოუ „არგუმენტებში“ სტუმრობისას აღნიშნა, ეს დოკუმენტალურადაც  დადასტურებულია და განაცხადა, რომ მის ახლობელთან შემთხვევით მოხვდა ელექტრონული წერილი, რომელშიც "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენლის, ნინო ლაპიაშვილის გიორგი ბარამიძესთან კავშირი იკვეთება.

„სრულიად შემთხვევით, ჩვენს ხელში შეცდომით გაგზავნილი ნინო ლაპიაშვილის  კორესპოდენცია აღმოჩნდა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ბატონმა ბარამიძემ მას მიაწოდა რჩევა, კონკრეტული გზავნილები და ინიციატივები, რომელიც მას ერთ ერთ პრესკონფერენციაზე უნდა გაეხმოვანებინა“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ეს ისეთი ინიციტივა იყო, რომლის გაჟღებაც ხელისუფლების  მხრიდან უხერხული იქნებოდა.

ამის საპასუხოდ ლაპიაშვილმა აღნიშნა, რომ კორესპონდეციაში საუბარი ბელორუსიის საკითხს ეხებოდა, როცა ყველა არასამთვრობო ორგანიზაციამ პრორუსული ორიენტაცია დაიჭირა, წერილი კი მისი თქმით, მალე საჯარო გახდება.

„მთავარი ის არის, რომ რჩევა პუტინისგან და სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობისგან არ მიიღოთ“, - დასძინა ლაპიაშვილმა.