კონსერვატიული პარტიის ლიდერი და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური დმანისის რაიონის სოფელ გომარეთის მოსახლეობას შეხვდა. ზვიად ძიძიგური ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მათ კოალიციის გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მისი განცხადებით, ეხლა ეს სოფელი გაპარტახებული და ფაქტიურად დაცლილია, თუმცა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის. ძიძიგურის თქმითვე, არჩევნებზე დმანისის რაიონის ეს სოფელი მნიშვნელოვანი ფლაგმანი იქნება.
„ამ ხალხს სერიოზული იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ, რომ მას იცნობენ და საკმაოდ ინფორმირებულებიც არიან. ეს სერიოზული და ინტელექტუალური სოფელია და ვფიქრობ დმანისის რაიონში ეს სოფელი გადამწყვეტ როლს ითამაშებს პოლიტიკური ბრძოლის პერიპეტიების დროს“, - განაცხადა ძიძიგურმა.