ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი ჯოშუა კუცერა ჟურნალ Foreign Policy-ში სათაურით „კასპიის ახალი საზღავო მონსტრები“ აქვეყნებს სტატიას, სადაც კასპიის რეგიონში მოსალოდნელი ომის საფრთხეზე საუბრობს.
კუცერას აზრით, რამდენიმე დღის წინ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულმა მოვლენებმა თურქმენეთის მიერ კასპიის ზღვაში საძიებო სამუშაოების დაწყების შესახებ, ახალი სერიოზული კონფლიქტის წინაშე დააყენა კასპიის რეგიონი.
„ამჟამად კასპიის ზღვის ქვეყნები გამალებული შეიარაღებით არიან დაკავებული, რათა უპირატესობის მოპოვება შეძლონ კასპიის ზღვაზე. ახლა კასპიის ზღვაზე მიდის თამაში, სადაც ქვეყნები ერთმანეთს არ ენდობიან, რაც ზრდის იმის საშიშროებას, რომ შესაძლებელ ომზე დაიწყოს საუბარი. თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გარდა, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ახალი კონფლიქტი გაჩაღდეს ირანსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვაში აღმოჩენილ ნავთობსაბადო Sardar-e Jangal-ის სადაო კუთვნილებასთან დაკავშირებით. ხუთი კასპიის რეგიონის ქვეყანა ირანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვის სტატუსისთვის იბრძვიან. ირანი სთავაზობს ზღვის ხუთ ნაწილად გაყოფას და თუ ეს დაამტკიცეს, მაშინ ნავთობსაბადო Sardar-e Jangal აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება“,-წერს კუცერა.