თურქეთი სირიის ოპოზიციის იარაღით მომარაგებას უარჰყოფს

თურქეთი სირიის ოპოზიციის იარაღით მომარაგებას უარჰყოფს

New York Times-ის ინფორმაციით, თურქეთ-სირიის სასაზღვრო რაიონში ამერიკის სადაზვერვო ჯგუფი მუშაობს, რომლებიც უზრუნველყოფენ სირიელი ოპოზიციონერებისთვის იარაღის მიწოდებას. გამოცემა არაბულ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთის, ყატარის, საუდიის არაბეთისა და ამერიკის ფულით  ხდება სამხედრო იარაღის შეძენა, რომლითაც შემდეგ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა რაზმების შეიარაღება ხდება. 

ოფიციალურმა თურქეთი  New York Times-ის გავრცელებული ინფორმაციას უარჰყოფს და აცხადებს, რომ თურქეთის პოზიცია სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში უცვლელია. „თურქეთი არ აწვდის იარაღს მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის არც სირიას“,-აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სელჩუკ უნალი.